რეზონანსი
17.12.2019

(რეზონანსი) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილმა დეპუტატმა და უკრაინის გმირის სტატუსის მქონე უშიშროების თადარიგის გენერალ-ლეიტენანტმა, გრეგორი ომელჩენკომ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის როლი სმოლენსკში მომხდარ ტრაგედიაში დიდია. იგი უშუალოდ ადანაშაულებს რუსეთის სპეცსამსახურებსა და მაღალჩინოსან პოლიტიკოსებს სმოლენსკის ტრაგედიაში, ორგანიზებასა და თვითმფრინავის ჩამოგდების განხორციელებაში, რაზეც მისი აზრით მიუთითებს ის, რომ რუსეთმა არ ისურვა TU-154 თვითთმფრინავის ნარჩენების გადაცემა საგამოძიებო უწყებებისთვის მას შემდეგ რაც საფრენმა აპარატმა კატასტროფა განიცადა.

გრეგორი ომელჩენკოს თქმით უნდა მოხდეს დიქტატორისა და მსოფლიო ტერორისტის, პუტინის ლიკვიდაცია ისე, როგორც ეს მოხდა ოსამა ბენ ლადენის შემთხვევაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×