რეზონანსი
17.12.2019

 (რეზონანსი) ლიბიაში დაკავებული 2 ქართველი მეზღვაური პატიმრობიდან გათავისუფლდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი უცხადებს.

"ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ მეზღვაურები ლიბიაში. ჩვენ დავუკავშირდით ადგილზე ადვოკატს. ჩვენი საელჩო აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში. პირველ რიგში გავარკვიეთ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ლიბიაში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი უკვე იმყოფებიან სასჯელაღსრულებითი დაწესებულების გარეთ და უახლოეს დღეებში გამოემგზავრებიან საქართველოში. ქართველი მეზღვაურები 2017 წელს დააკავეს. მათ ლიბიის სასამართლომ წაუყენა ბრალდება მათ შორის, ნავთობის უკანონო გადაზიდვა, ლიბიის ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შესვლა და ლიბიელი ხალხისთვის ეკონომიკური ზარალის მიყენება. შემდეგ დარჩათ მხოლოდ ნავთობის უკანონო გადაზიდვა და მიესაჯათ 6- თვიანი პატიმრობა და დაახლოებით 1.3 მლნ დოლარის ექვივალენტი იყო ჯარიმა. საგარეო საქმეთა სამინისტრო მეზღვაურების დაკავების პირველივე დღიდან აქტიურად იყო ამ პროცესში ჩართული. ავამუშავეთ ყველა დიპლომატიური და სამართლებრივი ბერკეტი. ჩართული იყო ყველა საელჩო. ჯარიმა არ გადახდილა. ეს სანქციაც მოიხსნა ადვოკატის აქტიურობით", - განაცხადა კონსტანტინიდმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×