რეზონანსი
17.12.2019

თბილისის 144-ე საბავშვო ბაღის დირექტორი პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს. მაია მახაჭაშვილი აცხადებს, რომ აუდიტის სამსახური ბაღში მას შემდეგ შევიდა, რაც ის 14 დეკემბერს, "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ აქციაზე არ წავიდა.

მახაჭაშვილის განცხადებით, ის 2016 წელს პოლიტიკური შეხედულებების გამო ერთხელ უკვე გაათავისუფლეს, თუმცა ყველა სასამართლო დავა მოიგო და სამსახურში აღადგინეს.

"5 დეკემბერს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოდან 15 კაციანი სადამსჯელო რაზმი შემოვიდა. ჩემს გათავისუფლებას აპირებენ. მე მათთვის არასასურველი კადრი ვარ. საარჩევნოდ თავისი კადრი უნდა დანიშნონ. განზრახული აქვთ ია კერზაიასავით მომკლან, მაგრამ მაგას ვერ მოეწსრებიან"- აცხადებს მახაჭაშვილი.

წყარო: "ნიუპოსტი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×