რეზონანსი
17.12.2019

ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქვანახშირის მაღაროში, გაზის აფეთქების შედეგად, სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა. ინციდენტი გუიჩჟოუში, გუანგულის მაღაროში მოხდა.

მიწისქვეშ 23 ადამიანი მუშაობდა. 7 მათგანი მაშველებმა ზედაპირზე უსაფრთხოდ გამოიყვანეს. 14 მაღაროელი დაიღუპა. ნანგრევებში კიდევ 2 ადამიანი რჩება და მაშველები მათ ამ დრომდე ეძებენ.

ჩინეთში, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევები ძალიან ხშირია. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ქვანახშირის მაღაროებში. ნოემბერში შანსის პროვინციაში მაღაროში აფეთქებას 15 ადამიანი ემსხვერპლა და 9 მძიმედ დაშავდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×