რეზონანსი
17.12.2019

2 წლის ანიტა ინდოეთში გაემგზავრება. მიუხედავად იმისა, რომ რისკი ძალიან დიდია, სხვა გამოსავალი აღარ არსებობს. ინფორმაციას ანიტასთვის შექმნილი ჯგუფის ადმინი ავრცელებს.

"ექიმების მოლაპარაკების შედეგად შეთანხმება ვერ მოხერხდა, რადგან ავსტრიელების თქმით, ანიტას მგზავრობა უკიდურესად დიდი რისკთან არის დაკავშირებული. დღეს ავსტრიაში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ სთხოვეს ავსტრიის სახელმწიფოს ე.წ. "ბერლინის გული" ჩაეყენებინათ ანიტასთვის, რის შემდეგაც მოხდებოდა მისი უსაფრთხო ტრანსპორტირება ინდოეთამდე, თუმცა მორიგი უარის მიღების შემდეგ გადაწყდა ამ უდიდეს რისკზე წასვლა.

სულ ახლახანს მივიღეთ ინდოეთამდე გადაფრენის ინვოისი, რომლის მიხედვითაც ანიტას 12 საათიანი მგზავრობის საფასური110 580 $ შეადგენს.

ამ ეტაპზე სასწრაფოდ გვესაჭიროება ანიტას და მისი მშობლების პასპორტები, რომელიც ჯერ არ დაუბრუნებია ავსტრიის სახელმწიფოს და ინდოეთის ვიზები. ამ ტექნიკური დეტალების მოგვარებაში ჩართულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტო. ვიმედოვნებთ, რომ მათი დახმარებით, ამ საბუთების სრულყოფა მოხდება უახლოვეს მომავალში და არაუგვიანეს ოთხშაბათისა ანიტა უკვე მოახერხებს გამგზავრებას, რადგან როგორც იცით მისი მდგომარეობა უკვე საკმაოდ მწვავე ფაზაში შევიდა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×