რეზონანსი
16.12.2019

 (რეზონანსი) ბოლო დღეებში, მოზარდებში, სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებებში მენინგიტისა და ე.წ. ქუნთრუშასა და ღორის გრიპის შემთხვევები დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე პრაიმტაიმთან აცხადებს რომ საგანგაშო ამ ეტაპისთვის არაფერია, ხოლო ბავშვთა ინფექციური კლინიკის ექიმი, პროფესორი ია შალამბერიძე აცხადებს რომ მომართვიანობა კლინიკაში გაიზარდა:

"- მომართვიანობამ ბოლო დღეებში შედარებით მოიმატა, ვირუსული ინფექციის დიაგნოზით. რომელი სახის ვირუსია, ჩვენთან რამდენიმე შემთხვევის დადასტურება მოხდა ლაბორატორიულად. ეს იყო ადენო-ვირუსული ინფექცია, თუმცა, დანარჩენი შემთხვევებში გრიპისთვის დამახასიათებელი კლინიკა ფიქსირდება. რამდენიმე პაციენტი თვთონ მოვიდა ლაბორატორიულად დადასტურებული დიაგნოზით. ეს იყო H1N1. ეს დიაგნოზი უფრო ხშირად, კლინიკურად ისმება, მისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია მაღალი სიცხე, ცხელება, ხველა. იმ პაციენტების საერთო მდგომრეობა, რომლებმაც ამ დიაგნოზით მოგვმართეს, მძიმე იყო, მაგრამ დინამიკაში გაუმჯობესდა. "- აცხადებს ექიმი.

წყარო: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×