რეზონანსი
16.12.2019

 (რეზონანსი) გადაცემა „ხალხის პოლიტიკა" - ში თბილისის საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ ბოდიში მოიხადა იმ არაკორექტულობისთვის რამაც გააღიზიანა როგორც ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი, ასევე საზოგადოება.

"მე სოციალურ ქსელში დავწერე, რომ ეს ადამიანი გადავიდა ე.წ. საზღვარზე და მან იცოდა რაზე მიდიოდა. ანუ მე მისი ქმედების შეფასება არ გამიკეთებია. უბრალოდ დავწერე მისი ინფორმატიულობა რაღაცის შესახებ. რა რისკზეც მიდიოდა მან იცოდა, თუმცა მე არ შემიფასებია, ეს ცუდია თუ კარგია. შემდეგ დავწერე, რომ ჩვენი მთავრობა და მსოფლიო საზოგადოება მაქსიმუმს აკეთებს მის დასახსნელად. სწორედ ამ ფონზე, ჩვენმა მთავრობამ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახისგან მიიღო შეფასება, რომ თითქოს არ კეთდება საკმარისი და ზეიმობს იმას რაც საზეიმო არ არის. ამან ჩემზე მძიმე გავლენა მოახდინა. " - აცხადებს ერეკლე კუხიანიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×