(რეზონანსი) დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე მწყემსი დაჭრეს. ინფორმაციას ალია ავრცელებს:
"მწყემსი ფარას აძოვებდა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე. აზერბაიჯანელი მესაზღვრეები გადმოვიდნენ, არ ვიცით რა მოხდა, მაგრამ გავიგონეთ სროლის ხმა, ათი გასროლა დავთვალეთ.
აზრებაიჯანელი მესაზღვრეები როგორც კი მიხვდნენ რაც გააკეთეს, მანქანა მოაყენეს სასწრაფოდ, ფეხში მოკიდეს ხელი, წაათრიეს, საბარგულში ჩააგდეს მწყემსი და ისე წაიყვანეს არც უთქვამთ, სად წაიყვანეს.
არც ვართ დარწმუნებულნი, რომ მართლა კარგადაა ამ ბიჭის მდგომარეობა, არც არავინ ჩამოდის ოჯახთან სასაუბროდ, არც არავინ აწვდის ინფორმაციას.
როგორც ერთმა ადგილობრივმა დაინახა, მწყემსს თავში აქვს ტყვია მოხვედრილი, ეს აზრებაიჯანელმა მესაზღვრეებმაც დაადასტურეს.
მოგვცენ საშუალება მაშინ წავიდეთ და მოვინახულოთ - თუ კარგადაა ამ ბიჭის მდგომარეობა.
არც კი დაუკითხვათ ის ადგილობრივი პირი, რომელმაც ყველაფერი დაინახა.
ვინ უნდა დაადგინოს სიმართლე? როგორ დაუმტკიცებენ აზერბაიჯანის მხარეს, რომ მათი მესაზღვრეები სისტემატიურად გადმოდიან ჩვენს კოტროლირებად ტერიტორიაზე?
ჩვენ არავინ გვესაუბრება და გვისმენს და 80 კილომეტრიან სასაზღვრო ზოლს, საქართველს მხრიდან აკონტროლებს სულ 4 მესაზღვრე!
მაშინ როცა, აზერბაიჯინს მხრიდან, იგივე 80 კილომეტრიან სასაზღვრო ზოლზე - 400 ჯარისკაცი დგას.
როგორ დაუმტკიცებს 4 ქართველი მესაზღვრე, 400 აზერბაიჯანელ მესაზღვრეს, რომ ჩვენს ტერიტორიაზე იყვნენ გადმოსულნი?
მით უფრო, რომ არც არავის აინტერესებს სიმართლე.
დაგვეხმარეთ, გთხოვთ, გაავრცელოთ ინფორმაცია, ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ვითხოვთ, სანამ ჩვენი სახლებიდან გამოგვყრიან და დაგვხოცავენ." - ყვებიან ადგილობრივები.