რეზონანსი
16.12.2019

ამ ასაკოვან ქალბატონს „შობის დედა" უწოდეს მას შემდეგ, რაც უსახლკაროებისთვის და გაჭირვებული ბავშვებისთვის საშობაო საჩუქრების გაკეთება გადაწყვიტა. ფრან კლარკმა ყველაფერი 4 წლის წინ დაიწყო, როდესაც საცხოვრებლად შვილების მოშორებით გადავოდა და თავი მარტო სულად იგრძნო, თუმცა ახლა ზუსტად იცის საკუთარი ცხოვრების მიზანი - დაეხმაროს გაჭირვებულებს.

80 წლის მოხუცს ტრადიცია არც წელს დაურღვევია. ფეხსაცმლის ყუთებში ამზადებს სხვადასხვა სახის საშობაო საჩუქრებს და ბოსტონის მხარეში მდებარე თავშესაფრებში და ბავშვთა ორგანიზაციებში არიგებს.

ფრანმა 500-მდე სასაჩუქრე ყუთი უკვე შეფუთა. საჩუქრები მან საკუთარი ფულით და კეთილი ადამიანების შემოწირულობით გაამზადა.

წყარო: "პრაიმ ტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×