რეზონანსი
16.12.2019

BBC ის ინფორმაციით, კლიმატის ცვლილება ყველაზე მეტად აფრიკის კონტინენტს დააზარალებს. სააგენტო ამ ინფორმაციას კლიმატის ექსპერტ რიჩარდ ვაშინგტონის კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვაშინგტონის პროგნოზით, ნალექების შემცირება აფრიკაში წყლის დეფიციტს გააჩენს.

მეცნიერიოს მტკიცებით, თუ 2100 წლამდე მსოფლიო მასშტაბით ჰაერის ტემპერატურა საშუალოდ 2 გრადუსით გაიზრდება, აფრიკის კონტინეტნზე საშუალოდ 4-5-გრადუსიანი ზრდაა ნავარაუდევი.

მისივე თქმით, აფრიკელ ხალხს კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა გაუჭირდება დაბალი ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის გამო.

მეცნიერი ასევე ვარაუდობს, რომ კლიმატის ცვლილება მსოფლიოს ყველზე დიდი უდაბნოს-საჰარას კიდევ უფრო გაზრდის, რაც უდაბნოს ირგვლივ დასახლებებს შეიწირავს. მილიონობით ადამიანს გადასახლება მოუწევთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×