რეზონანსი
16.12.2019

ეს ხალხი წლების განმავლობაში დახუჭული თვალებით და დუმილი ხვდებოდნენ ადამიანების წამებას სასჯელაღსრულების სისტემაში - ამის შესახებ, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომიდან სერგო რატიანის და თინა ბოკუჩავას გასვლის შემდეგ გააკეთა. თალაკვაძის თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის უფლება აქვს ომბუდსმენს და ადვოკატებს.

"ეს ის ხალხია, რომლებსაც არანაირი მორალური უფლება პატიმრების უფლებებზე საუბრის არ გააჩნიათ. ეს ხალხი წლების განმავლობაში დახუჭული თვალებით და დუმილი ხვდებოდნენ ადამიანების წამებას სასჯელაღსრულების სისტემაში. ეს ადამიანები წელიწადში 340 -ზე მეტი ადამიანის საპატიმროებში გარდაცვალებას ხვდებოდნენ დუმილით.დღეს მოდიან და აქ ხმამაღლა საუბრობენ პატიმრების პირობების მონიტორინგზე. პატიმრების მონახულების და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესვლის უფლებას დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარე აძლევს. დღეს ეს არის ჩემი უფლებამოსილება, რომ მივცე ან არ მივცე დეპუტატს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის უფლება.იმ პირობებში, როდესაც ამ ადამიანებმა გამოაცხადეს ბოიკოტი და მონაწილეობდნენ პარლამენტზე ძალადობრივ შეტევაში, თანაპარტიელებთან ერთად აცხადებდნენ, რომ პარლამენტმა უნდა შეწყვიტოს ფუნქციონირება, დღეს ბიუროს სხდომაზე მოვიდნენ და ითხოვდნენ საპარლამენტო პრივილეგიის გამოყენებას. გაუგებარია, თუ ბოიკოტს უცხადებენ პარლამენტს, ბოქლომს ადებენ კარს, აუხსნან საზოგადოებას როგორ ხდება, რომ პარალელურად ითხოვენ საპარლამენტო პრივილეგიების და უფლებამოსილების გამოყენებას. ასე ნაწილ-ნაწილ ბოიკოტი ამ პარლამენტს არ გაუგია აქამდე. ან აცხადებ, ან არ აცხადებ, დროა ჩამოყალიბდეთ მეგობრებო. ოპოზიციას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოვუწოდებ. პარლამენტი საქმიანობას გააგრძელებს და ამაში ვერავინ შეუშლის ხელს", - აღნიშნა თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×