რეზონანსი
16.12.2019

გახსნის საზეიმო ცერემონიალს ბანკის მენეჯმენტსა და თანამშრომლებთან ერთად, ბანკის მომხმარებლები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ახლადგახსნილი სერვისცენტრი მომხმარებელს ბაზისბანკში არსებულ სრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს. იგი  შესაბამისობაშია თანამედროვე სტანდარტებთან და გათვლილია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული კლიენტებისათვის  მაქსიმალურად კომფორტული სერვისის მიწოდებაზე. ასევე, შექმნილია სასიამოვნო სამუშაო გარემო თანამშრომლებისთვის. სერვისცენტრი  დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და გამოცდილი კადრებით, რომლებიც მზად არიან საბანკო მომსახურების გაწევით ხელი შეუწყონ ჩვენი ამჟამინდელი თუ პოტენციური კლიენტების ბიზნესის განვითარებას. ახალი სერვისცენტრის მდებარეობა ქალაქის აქტიურ ნაწილში, საშუალებას მოგვცემს მოვემსახუროთ კიდევ უფრო მეტ კლიენტს და შევთავაზოთ მათ ოპერატიული მომსახურება. 

აღსანიშნავია, რომ ბათუმში  ბაზისბანკი 3 სერვისცენტრითაა წარმოდგენილი.

ბაზისბანკი მუდმივად განახლებასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. იგი აქტიურად განაგრძობს რეგიონებში ქსელის გაფართოებას და ქმედით ნაბიჯებს დგამს მომხმარებლებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×