რეზონანსი
16.12.2019

ჩრდილოეთ ბრაზილიაში ქალის ტანსაცმელში გადაცმული მამაკაცი იმის გამო დააკავეს, რომ ის დედის მაგივრად მართვის მოწმობის გამოცდას აბარებდა.

43 წლის ჰექტორ ჩიავე 60 წლის დედის, მარიას დახმარებას ცდილობდა, რომელიც 3-ჯერ ჩაიჭრა გამოცდაზე. საამისოდ კაცმა ჩაიცვა დედის ყვავილებიანი ზედა, დაიხურა პარიკი, გაიკეთა მაკიაჟი და ფრჩხილებზე ლაქი წაისვა. ჰექტორმა თითქმის მიზანს მიაღწია, თუმცა ერთ-ერთი ინსპექტორი დაეჭვდა, როცა დოკუმენტებში წარმოდგენილი ფოტო მის წინ მდგომ ადამიანს შეადარა. ინციდენტის ადგილას პოლიცია გამოიძახეს. ჰექტორი თაღლითობისთვის და სხვა ადამიანის იდენტობის გამოყენებისთვის დაიჭირეს. როგორც მამაკაცმა სამართალდამცველებს განუცხადა, დედამ ამის შესახებ არაფერი არ იცოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×