რეზონანსი
16.12.2019

ზაზა ურუშაძის მეგობრის შვილი ლიკუნა რემკა რევიშვილი რეჟისორის კინოაკადემიიდან წამოსვლის პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ჟურნალ "თბილისელებთან" ისაუბრა.

"კინოაკადემიაში არაჯანსაღი პროცესები გაზაფხულის შემდეგ დაიწყო. ზაზასთვის მიუღებელი იყო გაურკვეველ პროცესებში ჩართვა. არავინ განუსჯია უბრალოდ, არაჯანსაღ პროცესებს მოშორდა და წამოვიდა.

 - იუდა ისკარიოტელი ჰყოლია გვერდით, მისი ბავშობის მეგობარი, ის ვისგანაც არ ელოდა ღალატსო, ჰყვებოდით...

- კონოაკადემიაში ამ ამბებმა რომ ჩაიარა, ზაზას ვეუბნებოდი, 27 წლის გოგო ვარდა აქ რო არ მოგეყვანე ასეთ რამეს სხვაგან ვერ ვნახავდი-მეთქი. სახედაკარგულ ადამიანებს შევადარე ისინი ვინც იქაურობის ხელში ჩასაგდებად იბრძოდნენ. ძალიან შინაურები იყვნენ და ძალიან შეეშალათ. ეს ადამიანი მართლა ზაზას ბავშობის მეგობარი იყო, და იუდა აღმოჩნდა, რომელმაც მეგობრობა მატერიალურ კეთილდღეობაზე გაცვალა. 

- რა შეიძლება, გამხდარიყო მისი გარდაცვალების მიზეზი?

- არ ვიცი, ამაზე პასუხს ვერასდროს გაგცემთ დილით რომ გავიღვიძე, საოცრად სასიყვარულო წერილი დამხვდა მისგან. ყოველდღე სიყვარულში მაცხოვრებდა ეს ადამიანი. იმ დილით მწერდა, ჩემი შვილი ხარ მეამაყები, შენნაირი კარგი ადამიანი არ შემხვედრიაო. ამაზე მეტს ცხოვრებაში ვერავინ ვერაფერს მეტყვის...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×