რეზონანსი
16.12.2019

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი, 96 წლის გორა ღარიბაშვილი დააკავეს რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან. სავარაუდოდ დაკავება ოკუპირებულ სოფელ წუნევთან მოხდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს სოფელ ქვემო ჭალაში კასპის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა, სტეფანე ​მესროფაშვილმა განუცხადა, მოხუცი ოკუპირებულ სოფელ წუნევში სასაფლაოზე მისვლას ცდილობდა.

გორა ღარიბაშვილი საოკუპაციო რეჟიმს უკვე რამდენჯერმე ჰყავდა დაკავებული. რუსმა ოკუპანტებმა ის ბოლოს გასულ წელს დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×