რეზონანსი
16.12.2019

ახა­ლი წლის დღე­სას­წა­ულს დიდ სი­ხა­რულ­თან ერ­თად, დიდი ფი­ნან­სუ­რი ხარ­ჯი ახ­ლავს თან. ამ დროს ყვე­ლა შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ცდი­ლობს, უხვი სუფ­რა ჰქონ­დეს და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სა­ჩუქ­რე­ბიც არ და­ა­ვი­წყდეს.

სა­შუ­ა­ლოდ რა თან­ხას ხარ­ჯა­ვენ ქარ­თვე­ლე­ბი სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რებ­ში. ჩვენ კვლე­ვა ჩა­ვა­ტა­რეთ და სა­ერ­თო ჯამ­ში, 50-მდე ადა­მი­ა­ნი გა­მოვ­კი­თხეთ, რო­მელ­თა ასა­კი 20-დან 45 წლამ­დე მერ­ყე­ობს. ჩვე­ნი კვლე­ვის თა­ნახ­მად, გა­მო­კი­თხულ­თა უმე­ტე­სო­ბა სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რებ­ში 200 ლა­რამ­დე თან­ხას ხარ­ჯავს.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ იმ ადა­მი­ან­თა შო­რის, რომ­ლე­ბიც სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რებს არ ყი­დუ­ლო­ბენ, 80% მა­მა­კა­ცია. რო­გორც ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ამ­ბო­ბენ, მარ­თა­ლია, იან­ვარ­ში უფუ­ლო­ბის გამო წუ­წუ­ნე­ბენ და ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ექ­მნე­ბათ, მაგ­რამ სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რებს გვერდს მა­ინც ვერ უვ­ლი­ან.

ნატა, 32 წლის: "სა­ჩუქ­რებს ძი­რი­თა­დად ახალ წლამ­დე ორი კვი­რით ადრე ვყი­დუ­ლობ. შარ­შან 100 ლარი დავ­ხარ­ჯე, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ წელს უფრო მეტი და­მე­ხარ­ჯე­ბა. იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია, ვი­საც რა­ღაც უნდა ვუ­ყი­დო, ძა­ლი­ან ია­ფი­ა­ნი სა­ჩუქ­რე­ბიც რომ შე­ვარ­ჩიო, მა­ინც ბევ­რზე ადის".

საბა, 28 წლის: "სა­ჩუქ­რებს არ ვყი­დუ­ლობ არა­ვის, მაგ­რამ სხვე­ბი მჩუქ­ნი­ან. კი, ვიქ­ცე­ვი ეგო­ის­ტუ­რად, მაგ­რამ არ არის ჩემი სტი­ლი ეს სა­ჩუქ­რე­ბის შერ­ჩე­ვა, არ შე­მიძ­ლია".

ლია, 39 წლის: "ახალ წელს ოჯა­ხის ხარ­ჯი ისე­დაც დი­დია და ამას სა­ჩუქ­რე­ბიც ემა­ტე­ბა. ბო­ლოს ასი ლა­რით ვრჩე­ბი ხოლ­მე და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ეგ თან­ხა შემ­დეგ ხელ­ფა­სამ­დე გე­ყოს. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ხელ­ფა­სე­ბი არ გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას ყვე­ლა გა­ვა­ხა­როთ და ახლა ვფიქ­რობ, შე­ვამ­ცი­რო იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სია, რომ­ლებ­საც რამე უნდა ვა­ჩუ­ქო, ასე­ვე სა­ჩუქ­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც. 200 ლარ­ზე ნაკ­ლე­ბი თან­ხა, სა­ჩუქ­რებ­ში ბოლო წლე­ბია არ და­მი­ხარ­ჯავს".

გა­ცი­ლე­ბით მეტი თან­ხა იხარ­ჯე­ბა სა­შო­ბაო და სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რებ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ხელ­ფა­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თან შე­და­რე­ბით, ბევ­რად უფრო მა­ღა­ლია.

მა­გა­ლი­თად, გე­ლა­პის კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ყო­ვე­ლი მე­სა­მე ამე­რი­კე­ლი სა­შო­ბაო სა­ჩუქ­რებ­ში 900-დან 1000 დო­ლა­რამ­დე თან­ხას ხარ­ჯავს. ამე­რი­კე­ლე­ბი სა­ჩუქ­რებს ძი­რი­თა­დად ფას­დაკ­ლე­ბე­ბის დროს ყი­დუ­ლო­ბენ. რო­გორც წესი, მათი ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ერ­თმა­ნეთს ჩუქ­ნის ტექ­ნი­კას, სა­მოსს, რო­მელ­საც ფას­დაკ­ლე­ბე­ბის დროს ია­ფად ყი­დუ­ლო­ბენ.

წყარო: "ამბები.ჯი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×