რეზონანსი
16.12.2019

ნიკა მელია „დინამოს" სტადიონზე 2012 წელს, „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩატარებულ შეკრებას იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ უკვე არჩევნები განწირული იყო.

„ყურისძირში გვაქვს 2012 წლის სექტემბრის აქცია „დინამოს" სტადიონზე, სადაც დაახლოებით, 60 000 ადამიანი იჯდა სკამებზე და 20 000-მდე ადამიანი მოედნის საფარზე. სააკაშვილი რომ სიტყვით გამოდიოდა, ხალხი უკვე მიდიოდა ტრიბუნებიდან, რადგან წაგებული იყო უკვე ის. ის შეხვედრა გაკეთდა იმისთვის, რომ აქტივი გამხნევებულიყო და არჩევნების დღეს მისულიყვნენ არჩევნებზე და კომისიის წევრობაზე უარი არ ეთქვათ. ახლანდელი ხელისუფლებაც ზუსტად ამას აკეთებს. როგორც არასოდეს, ვგრძობ, რომ აქციამ დამუხტა „ქართული ოცნების" მოწინააღმდეგეები. დავინახე ენერგია დაცლილი და შეშინებული, უემოციო ხალხი," - განაცხადა ნიკა მელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×