
„სამოქალაქო მოძრაობის" წარმომადგენელი ალეკო ელისაშვილი თბილისის საკრებულოში შესვლას ითხოვს. ელისაშვილის თქმით, მას სურს, პირადად შეხვდეს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეს, რათა გაარკვიოს, როდის აპირებს, დაატოვებინოს ერეკლე კუხიანიძეს თანამდებობა.
„ტყემალაძე დამალული რომ არის კაბინეტში, ჩამოვიდეს და გაგვცეს პასუხი. გააღებინეთ კარი, მარტო ავალ და დაველაპარაკები. საკრებულოს ყოფილი წევრი ვარ, არ უნდა იყოს ეს კარი დაკეტილი. გამიღეთ კარი, ეს ნორმალურია? ნაძირალას, ამ ქვეყნის მოღალატეს როდის აგდებენ საკრებულოდან, ეს გვაინტერესებს ჩვენ. თბილისის საკრებულოს კარი სამუშაო დღეს არ უნდა იყოს დაკეტილი. მოქალაქეებს არ ეძლევათ თბილისის საკრებულოში შესვლის საშუალება" ,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
თბილისის საკრებულოსთან „სამოქალაქო მოძრაობა" და მოძრაობა „შეცვალეს" წარმომადგენლები იმყოფებიან.
აქციის მონაწილეები საკრებულოს დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის მიერ თანამდებობის დატოვებას, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მისამართით დაფიქსირებული პოზიციის გამო ითხოვენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.