
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 91.6 ლარით გაიზარდა და 1 217 ლარს შეადგინა.
ხელფასების გაიზარდა თითქმის ყველა სექტორში.
მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
მშენებლობა - 2 008 ლარი (წლიური ზრდა - 16.4 პროცენტი);
ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1 958 ლარი (წლიური ზრდა - 9.7 პროცენტი);
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1 936.2 ლარი (წლიური ზრდა - 3.7 პროცენტი);
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 1 898.6 ლარი (წლიური ზრდა - -19.4 პროცენტი).
2019 წლის მესამე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 924 ლარით, ხოლო კაცების - 1 475 ლარით განისაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.