რეზონანსი
16.12.2019

ჯანდაცვის კომიტეტის ახალი თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე დღეს ახალ პირველ მოადგილეს წარადგენს.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მისი პირველი მოადგილე უმრავლესობის წევრი, ლადო კახაძე იქნება.

„რეგლამენტის თანახმად, კომიტეტის თავმჯდომარე არჩევს მის პირველ მოადგილეს. მე გამოვიყენე ეს უფლება და შევარჩიე პირველ მოადგილედ ბატონი ლადო კახაძე. გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ გამიჭირდა შერჩევა, კომიტეტში ბევრია წარმატებული, გამოცდილი და კომპეტენტური ექიმი, - განმარტა ხუნდაძემ.

ჯანდაცვის კომიტეტის პირველი მოადგილის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ უმრავლესობა დატოვა, მისი ადგილი კი მისმა მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ დაიკავა.

წყარო: "პრაიმ ტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×