რეზონანსი
16.12.2019

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ სალობიეშიც ივლის და სხვა თავშეყრის ადგილებშიც თანაც ძალიან თავისუფლად და ფეხით სიარულსაც გააგრძელებს.

“მე არ მინახავს საკუთარი მოსახლეობის უნდობლობა. დავდივარ ქუჩაში, დავდივარ რეგიონებში, ვხვდები ხალხს დიდი დოზით და დიდი დოზით სიყვარულით. ჩემთვის საზომი, თუ როგორ აფასებს მოსახლეობა თავის პრეზიდენტს, ეს არის და არა ხუთკაციანი გამოსვლები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტსა და ხალხს შორის არ გაწყდეს ეს ურთიერთობა. სალობიეშიც ვივლი და სხვა თავშეყრის ადგილებშიც ძალიან თავისუფლად. ფეხით სიარულს გავაგრძელებ და ვიქნები ჩემ ხალხთან ერთად, სადაც საჭიროა და როგორც საჭიროა”, – განცხადა ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×