რეზონანსი
16.12.2019

მიხეილ სააკაშვილმა "მთავარ არხთან" ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილს უპასუხა. ივანიშვილმა "ტელეიმედისთვის" მიცემულ ბოლო ინტერვიუში არჩევნებში გამარჯვების შემდგომი პერიოდი და სააკაშვილთან მისი სტუმრობა გაიხსენა და თქვა, რომ სააკაშვილი შეშინებული იყო.

“ივანიშვილი სულ ტყუის და ერთ-ერთი ტყუილი რაც ამასწინათ თქვა ინტერვიუში, ეს იყო:

შევედი და სააკაშვილი იჯდა წელში მოხრილი, საცოდავი, მზერას ვერ მისწორებდა. მე თავში ასე ვუთხარი, ისე ვუთხარი... მე წელმოხრილი არ ვიყავი პუტინის წინაშე და მინდა გაგახსენოთ ყველას ეს სურათი. აი, ვინ ვის ვერ უსწორებდა მზერას. ეს ქონდრისკაცი, რომელიც ფეხებს მილოკავდა სანამ პრეზიდენტი ვიყავი. სანამ ხელისუფლება მქონდა რამდენჯერ იყო ნამყოფი, იქიდან იწყებდა ხოლმე, გრძელი კაბინეტი იყო კანცელარიაში, კაბინეტიდან რომ შემოდიოდა ხოლმე წელში მოხრილი, ლამის ხოხვით. სულ მრცხვენოდა ხოლმე, მაინც ცნობილი სახელი იყო და ეგრე რომ იქცეოდა. არ იყო ქება და დიდება, რომელსაც ის არ მასხამდა ხოლმე. მალე ჩაგხედავ ბიძინა თვალებში ქართველ ხალხთან ერთად, მალე“, – განაცხადა სააკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×