რეზონანსი
14.12.2019

 

„ეს ღონისძიება არის ჩვენი დამოკიდებულება საქართველოს მომავლის, მისი ახალგაზრდების მომავლის მიმართ", - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, დღეს დაგეგმილი ღონისძიება მმართველი გუნდის დამოკიდებულებაა საქართველოს და მისი ახალგაზრდების მომავლის მიმართ.

„ეს არის დიდი ღონისძიება. 70 წელია ევროსაბჭოს შექმნის, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვის მთავარი წამყვანი ორგანიზაცია. 20 წელია, რაც ჩვენ 41-ე წევრები გავხდით ევროპის საბჭოში და ეს არის ჩვენი დამოკიდებულება საქართველოს მომავლის, მისი ახალგაზრდების მომავლის მიმართ", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებული, ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით გამართული "ევროპის დღეების" კვირეულის დასკვნითი საზეიმო ღონისძიების დაწყების წინ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×