რეზონანსი
14.12.2019

 ჯვარის მე-4 სკოლის დირექტორი, გერონტი გოგოხია უარს აცხადებს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ აქციას შეუერთდეს, რომელიც უნდა გაიმართოს 14 დეკემბერს, თბილისში. სკოლის დირექტორის თქმით, მსგავსი დავალება მისთვის დამამცირებელი და უკანონოა, ამიტომ არ აპირებს დაჰყვეს ხელისუფლების დირექტივებს.

აღნიშნულ ინფორმაციას სამოქალაქო მოძრაობა “ხმა” ავრცელებს, რომელიც ახლახან ჯვარში დაფუძნდა.სკოლის დირექტორის გარდა აქციაზე წასვლა არ სურს პედაგოგების ნაწილს, თუმცა ნაწილი მმმართველ გუნდს მხარდაჭერას უცხადებს და აქციაზე წასვლასაც აპირებს.თბილისში „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ აქციაზე რეგიონებიდან საჯარო მოხელეების მობილიზაცია უკვე დაწყებულია. მმართველი გუნდი საჯარო მოხელეებს ევროპული დღეების დახურვაზე ეპატიჟება და ამ ფორმით აქციაზე იწვევს. შეგახსენებთ, რომ თბილისში 14 დეკემბერს აქციას  "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთა მართავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×