
(რეზონანსი) საოკუპაციო რეჟიმის მიერ, უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვებას დავით ქაცარა ეხმაურება:
"საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა. დღეს, 3 საათზე გაიმართა სპექტაკლი სახელწოდებით "სასამართლო ცხინვალში" და ოკუპანტებმა 2 თვიანი პატიმრობა ძალაში დატოვეს.
რა თქმა უნდა, არ უნდა გავაღიზიანოთ რუსები, პირიქით, სასწრაფოდ გავუხსნათ თბილისის ცენტრში რუსული კულტურის ცენტრი! არადა მახსოვს, რას გვპირდებოდა ხელისუფლება, ხან 2 დღეში, ხან კვირის ბოლოს, ხანაც იმავე საღამოს აბრუნებდნენ ვაჟა ექიმს.
მოკლედ, არაფრის გამკეთებლები ხართ გარე მტერთან, მხოლოდ საკუთარი მოქალაქეების ტერორი გეხერხებათ კარგად!"