რეზონანსი
13.12.2019

(რეზონანსი) რუსეთმა მხარეებს დაჟინებით მოუწოდა, არ დაუშვან, რომ გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტმა გააუარესოს ისედაც რთული ურთიერთობა თბილისსა და ცხინვალს შორის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ტელეხიდის დროს განაცხადა.

„რაც შეეხება ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეს და რუსეთის როლს, ამ საკითხში უკვე ჩართულები ვართ. პირველ რიგში, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს და სამხრეთ ოსეთს, ამ საკითხის პოლიტიზირება არ მოახდინონ. ეს თემა უნდა გადაწყდეს უკვე არსებული მექანიზმების საშუალებით. მათ შორის არის ცხელი ხაზი, კონფლიქტების პრევენციის ფარგლებში შეხვედრები და რა თქმა უნდა, ჟენევის დისკუსიები.

ჟენევის უკანასკნელ დისკუსიაზე რუსეთმა ორივე მხარეს დაჟინებით მოუწოდა, გამოიყენონ კეთილი ნება და არ დაუშვან, რომ გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტმა გააუარესოს ისედაც რთული ურთიერთობა თბილისსა და ცხინვალს შორის", - განაცხადა ზახაროვამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×