
(რეზონანსი) „მაჟორიტარები გაიწვევენ თავიანთ ინიციატივას",- ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მაჟორიტარებსა და უმრავლესობას შორის შეთანხმება შედგა
„უმრავლესობის ბოლო სხდომაზე და მას შემდეგ კონსულტაციებით ჩვენ შეთანხმების მიღწევა შევძელით. უმრავლესობის მხრიდან გაზირებული იყო მაჟორიტარი დეპუტატების მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ 2020 წლის არჩევნებიდან 2024 წლამდე მუდმივად იქნება საუბარი იმაზე, რომ უნდა გაიმართოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციულ სისტემით, რაც მუდმივი არასტაბილურობის განცდას გააჩენს და შექმნის ნიადაგს პოლიტიკური კრიზისების ხელოვნურად გამოწვევისთვის. ჩვენ მაჟორიტარ დეპუტატებს რისკის ამ ნაწილში საბოლოოდ დავეთანხმეთ და შევთანხმდით, რომ ისინი უკან გაიწვევენ ინიციატივას 2024 წელს არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემის ჩატარებასთან დაკავშირებით, ჩვენ კი 2020 წლის არჩევნებამდე ისეთი საკანონმდებლო სისტემის ჩამოყალიბებას მოვახერხებთ, რაც ამ რისკებს მოხსნის.
ჩვენ 2020 წლის არჩევნებამდე უნდა მოვახერხოთ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილება, რომელის მიხედვითაც 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე არჩევნების შერეულ სისტემით ჩატარდება. ამ შემთხვევაში მაჟორიტარი დეპუტატები თავიანთ ინიციატივაზე იტყვიან უარს. თუ ჩვენ ამ გარანტიის შექმნას ვერ შევძლებთ , მაშინ მაჟორიტარები აგრძელებენ პროცესს",- განაცხადა მდინარაძემ.