
გუშინ 15 წლის ბიჭი საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოხტა, გადარჩა, თუმცა ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაშია.
"მთავარის" ინფორმაციით, 15 წლის ბიჭი სამართალდამცავების სავარაუდო ზეწოლის შედეგად გადმოხტა.
მათივე ინფორმაციით, ბიჭს სკოლის კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ, კერძოდ, სამი საათის მანძილზე დედისგან განაცალკევეს და მარტოს კითხავდნენ, რის შემდეგაც მან დანაშაული ნაწილობრივ აღიარა.
თუ დადასტურდა, რომ არასრუწლოვანს მშობლის, მეურვის, ავდოკატის გარეშე კითხავდნენ, მით უფრო მაშინ, როცა დედა იმყოფებოდა პოლიციის შენობაში - არასრულწლოვნის უფლებების დარღვევა, ძალადობაზე ნაკლებად არ ისჯება და თუ ძალადობასაც ჰქონდა ადგილი, მუხლი რა თქმა უნდა, დამძიმდება.