რეზონანსი
12.12.2019

(რეზონანსი) ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრაში ძმებს შორის დაწყებული ჩხუბის შედეგად, ძმამ ძმას ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, თავად კი, საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

როგორც ე.წ. პროკურატურაში განაცხადეს, ერთი ძმა არის 1996 წელს დაბადებული, მეორე 1991 წელს.

უმცროსმა ძმამ უფროსს პისტოლეტიდან გულის არეში და ფეხზე ესროლა, მას შემდეგ კი, რაც მას უთხრეს, რომ უფროსი ძმა გარდაიცვალა მან თვითმკვლელობა სცადა და საფეთქელში ისროლა.

გამოძიება განზრახ მკვლელობისთვის და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის აღიძრა.

Kvira.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×