რეზონანსი
11.12.2019

  „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას ინფორმაციით, ხვალ დილიდან პარლამენტის პიკეტირება იგეგმება.

როგორც ბოკერიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი არ გადათქვამს იმ შეურაცხყოფას, რაც საზოგადოებას მიაყენა, ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება არ ექნებათ.

„ხვალ დილიდან იქნება პიკეტირება პარლამენტის, ამიტომ, ვისაც უნდა პარლამენტში შესვლა, ღამე უნდა გაათენონ. ვიდრე ამ სამარცხვინო „კლოუნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი არ გადათქვამს იმ შეურაცხყოფას, რაც საზოგადოებას მიაყენა, ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება არ ექნებათ", - განაცხადა ბოკერიამ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×