გაერთიანებული ოპოზიციისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია პრეზიდენტ ზურაბიშვილის ანტისახელმეიფოებრივ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ყველა ნორმალურ ქვეყანაში ზურაბიშვილი დაექვემდებარებოდა იმპიჩმენტის პროცედურებს.
მელია აღნიშნავს, რომ ზურაბიშვილი მტერი სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება. ჯარზე გაკეთებული სკანდალური განცხადების შეფასებისას მელიამ თქვა, რომ ეს "შემთხვევითი წამოცდენა არ არის".
"როდესაც ზურაბიშვილის ეს განცხადება მოვისმინე, თავი რიგით ჯარისკაცად წარმოვიდგინე, რომელიც არის ჯარში, ყაზარმაში. რა განცდა ან შთაბეჭდილება უნდა დარჩენოდა ათასობით ქართველ ჯარისკაცს?
უმაღლესი მთავარსარდალი როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებს, ეს შემთხვევითი არ არის. ეს ადამიანი არ ემსახურება საქართველოს, სახელწიფოს ინტერესებს.
ზურაბიშვილი ემსახურება ჩვენი მტერი სახელმწიფოს ინტერესებს, მგონია უკვე ყველა დავრწმუნდით ამაში. შემთხვევითი წამოცდენები ეს არაა, ესაა კარგად ნაფიქრი, გააზრებული განცხადებები, რომელიც კეთდება მისი მხრიდან.
მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი აუცლებლად დაასრულებს პრეზიდენტად ყოფნას იმპიჩმენტით.