
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოფო კილაძის თქმით, სახელმწიფო გარემოზე ბევრს ზრუნავს. ზოგიერთი მედიასაშუალება კი ცდილობს ეს ზრუნვა საწინააღმდეგოდ შემოაბრუნოს,- ამის შესახებ მან კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა.
„გარემო არის ჩვენი სამშობლოს ნაწილი, ამიტომ განსაკუთრებული ზრუნვა გვმართებს. ვფიქრობ, ამ კუთხით სახელმწიფოსაც ბევრი აქვს გაკეთებული და გულდასაწყვეტია, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი ბევრს ზრუნავს გარემოზე და ზოგიერთი მედიასაშუალება ცდილობს ეს ზრუნვა საწინააღმდეგოდ შემოაბრუნოს. აბრუნებენ და ამბობენ, რომ ხეების გადატანას აქვს ადგილი, მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი ბუნებაზე ზრუნვას ემსახურება",- განაცხადა კილაძემ.
ცნობისთვის, ჟურნალ „ველური ბუნებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ყველაფერში ნეგატივის დანახვა და ხალხისთვის სიცრუის ტირაჟირება ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს.
„მინდა გითხრათ, რომ მე ეს ხეები გადავარჩინე, რადგან უმეტესი მათგანი უკვე გადაშენების პირას გახლავთ"-თქვა ივანიშვილმა.
წყარო: "პრაიმ ტაიმი"