
10 დეკემბერს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, კოსტავას და მიროტაძის ქუჩების კვეთაზე, წყალმომარაგების ქსელზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამით შესრულდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 10 დეკემბერს, 23:00 საათიდან, 11 დეკემბრის დილის 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში: მიროტაძის, ბერბუკის, ალექსიძის და მიმდებარე ქუჩებს, კოსტავას ქუჩის ნაწილს.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს.