
ხვალ, 10 დეკემბერს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში, რუსთავის გზატკეცილზე N42-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების ქსელზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამით შესრულდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 10 დეკემბერს, 23:00 საათიდან, 11 დეკემბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
კრწანისის რაიონში: რუსთავის გზატკეცილს N46-68ა-ს და მარნეულის ქუჩას.
სოფელებს: ჭალას, ფონიჭალას, კრწანისს და მთისძირს. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს.