
ჟურნალმა Time „წლის ადამიანის" პრემიის შორთ-ლისტი წარადგინა. მოკლე სიაში შეყვანილია 10 პრეტენდენტი.
პოლიტიკოსებს შორის სიაში მოხვდნენ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი და ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯესინდა არდერნი.
მათ გარდა სიაში არიან, სოციალური ქსელის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, ამერიკელი ფეხბურთელი ქალი მეგან რაპინო, CIA-ს საიდუმლო ინფორმატორი, რომელმაც ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურას დაუდო სათავე, ტრამპის პირადი ადვოკატი რუდოლფ ჯულიანი, 16 წლის ეკოაქტივისტი გრეტა თუნბერგი და ჰონგ-კონგის აქციების ყველა მონაწილე.
ჟურნალი Time-ის ვერსიით, „წლის ადამიანს" 11 დეკემბერს დაასახელებენ.
წყარო: "პრაიმ ტაიმი"