რეზონანსი
10.12.2019

პაატა ბურჭულაძეს ოპერაცია გაუკეთეს, ამის შესახებ ინფორმაციას თავად მომღერალი ავრცელებს:

“ჩემო მეგობრებო, არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ ვხედავ, რომ მაინც ბევრმა გაიგო. დიდ მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და მაპატიეთ, რომ ყველას ვერ გპასუხობთ.

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ჯერჯერობით კლინიკაში ვრჩები და გავდივარ სარეაბილიტაციო კურსს. ქირურგიული ჩარევა დამჭირდა ფეხზე და როგორც აქ ამბობენ, სულ მალე ყველაფერი კარგად იქნება.

რაღაც პერიოდი ყავარჯნების ხმარება მომიწევს, მაგრამ ეს არ მაშინებს და არც ხელს შემიშლის, რომ საქართველოში ჩამოვიდე და 28 დეკემბერს დავესწრო ფონდ „იავნანას“ კონცერტს. ჩვენი პატარა ვუნდერკინდის ცოტნე ზედგინიძის გამოსვლა კონსერვატორიის დიდ სცენაზე.

როგორც უკვე დავწერე, არ შემიძლია გამოვტოვო და ამიტომ დღეს ექიმისგან მივიღე ნებართვა და 28-ში შევხვდებით. ყველას დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის.”

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×