რეზონანსი
10.12.2019

თბილისში, მარშალ გელოვანის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მცდელობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხდება ცნობილი. როგორც ცნობილია მამაკაცმა ქალს ყელის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტზე დაკავებულია 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.კ. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე ქვეითთა გადასასვლელ ხიდზე, 1991 წელს დაბადებულ ე.ბ.-ს ყელის არეში ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - წერია შსს-ს მიერ გავცელებულ განცხადებაში.

ამჟამად დაჭრილი 28 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ღუდუშაურის კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა შეესაბამება გადატანილი ოპერაციის სიმძიმეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×