რეზონანსი
09.12.2019

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარის პოსტიდან პირადი გადაწყვეტილებით მიდის.

„საპენსიო რეფორმა არის ქვაკუთხედი, როგორც სოციალური სტაბილურობის ქვეყანაში, გრძელვადიანი, ძალზე პრინციპული ქვეყნის ეკონომიკისთვის რეფორმა. სურგულაძემ საწყის ეტაპზე საკმაოდ კარგად შეასრულა თავისი ფუნქციები. ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა და მის პირად გადაწყვეტილებაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მას ჰკითხეთ, სერიოზულია თუ არა. სააგენტოს სხვადასხვა დონეზე სხვადასხვა სახე ჰყავს. სააგენტოს წესდებიდან გამომდინარე, ის იყო ფაქტობრივად მენეჯერი. სააგენტოს ჰყავს ბორდი და ბევრი სხვა მმართველი, ასევე ძალზე პატივსაცემი და მაღალი რეპუტაციის მქონე. ადამიანმა თქვა, მინდა წასვლა და ძალით ხომ არ ვამუშავებთ? თან დაგვპირდა, რომ ილოცებს" ,- განაცხად გახარიამ.

როგორც საპენსიო სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა განაცხადა, პოსტიდან იმიტომ მიდის, რომ საპენსიო სააგენტოში თავისი მისია ამოწურა. ლევან სურგულაძე სამომავლო გეგმების შესახებ ამ ეტაპზე არ საუბრობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×