რეზონანსი
08.12.2019

14 დეკემბერს „ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ აქციას ეხმაურება სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი.

„ეს თქვენი ბოლო ამოსუნთქვაა. გინდათ ერთმანეთი დაატაკოთ და სისხლი დაღვრევინოთ, ეს როგორც რუსი აკეთებს. რა გაქვთ გასაყოფი? ერთიც ქართველი, მეორეც ქართველი... სად გინახიათ მოქმედი მთავრობა ოპოზიციას მიტინგს უწყობდეს? ნუთუ ვერ ხვდებით საით მეჰყევხართ რომ ხელისუფლება შეინარჩუნონ. როგორ ვერ ხვდებით სავარძლის შესანარჩუნებლად რაზე მიდიან? ეს ხომ ყველამ კარგათ იცის. 14 დეკ ოცნების ხროვას გამოჰყავს მომხრეც, წინამღდეგიც. ზოგი დაშინებით, ზოგიც მომხრე, ზოგიც ფულით. რუსთაველზე ის ადამიანებიც დგანან, ვისაც შვილები მძინარე მოუკალეს და ძმის შვილები მისი მოსყიდვის მცდელობით ციხეში გამოუკეტეს. რა სირცხვილით გამოდიხართ ან რა ნამუსით? ახალგაზრდებს დედ მამა არაფერს გეუგნებათ? თქვენს ნაირი ახალგაზრდა მოკლულის მშობლები 2 წელია რუსთაველზე დგას და გელოდებათ როდის გვერდში დაუდგებოდით, რომ დღევანდელ სისტემამ აღიაროს დანაშაული ჩადენილზე. 2 წელია პასუხის გამცემი არარის ტყუილებისა და ჭორების ტროლების. გარდა იმის, დიახ ჩავიდინეთ დაბაშაული სახელმწიფომ, იყო შეცდომა, მაგრამ ამის აღიარება არ იქნება. ოპოზიცია არ გვაპატიებს - ეს არის პასუხი ქართული ოცნების. დაფიქრდით სად მიდიხართ" - წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×