რეზონანსი
08.12.2019

  გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენის საჯარო სკოლის პედაგოგს მეცხრე კლასის მოსწავლეზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი დაუდასტურდა.

ორთაშენის საჯარო სკოლის პედაგოგს შვილის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მშობელმა უჩივლა. მშობლი წერილობით განცხადებაში აღნიშნავდა, რომ მასწავლებლის მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არაერთხელ ყოფილა და პედაგოგი მეცრეკლასელ ბიჭს სხვების თანდასწრებითაც მოიხსენიებდა დამამცირებელი სიტყვებით.

საკითხთან დაკავშირებით სკოლის დისციპლინარულმა კომიტეტმა მუშაობა უკვე დაასრულა და პედაგოგს სკოლას დაატოვებინებენ.

გორის საგანმანათლებლო რესურცენტრში კი განაცხადეს, რომ პედაგოგი სკოლიდან დირექტორის ბრძანების შემდეგ წავა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×