რეზონანსი
08.12.2019

  საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ვანო ზარდიაშვილი, რომელმაც დეპუტატის მანდატი დატოვა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის შვილობილ კომპანია "ენერგოტრანსში" დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

აღნიშნული ინფორმაცია "ნეტგაზეთი" ავრცელებს. სახელმწიფო ელექტროსისტემაში ამბობენ, რომ "ენერგოტრანსის" დირექტორის მოადგილის თანამდებობა ვაკანტური იყო მას შემდეგ, რაც წინა მოადგილე ჯემალ ახალაია კომპანიის დირექტორად დაინიშნა.

ინფორმაცია თავდაპირველად "ტვ პირველმა" გაავრცელა, რომელიც ვანო ზარდიაშვილს დაუკავშირდა, თუმცა ყოფილი დეპუტატი ამბობს, რომ საჯარო მოხელე აღარაა და კითხვებს აღარ უპასუხებს.

"მეორეჯერ ნუღარ დამირეკავთ, იმიტომ რომ საჯარო პირი არა ვარ", - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×