რეზონანსი
07.12.2019

(რეზონანსი) თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო განათებების მონტაჟის გამო რუსთაველის გამზირი ღამის საათებში გადაიკეტება.

„დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, ამაღამ, 8 დეკემბრის 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, რუსთაველის გამზირი (პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი) გადაიკეტება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი" ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×