მომღერალმა ზურა ხაჩიძემ მისი მეუღლის ხათუნა ჟორდანიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
მომღერლის თქმით, მისმა მეუღლემ ორჯერ გაიკეთა ქიმიოთერაპია და ამ ეტაპისთვის თავს უკეთ გრძნობს:
"ხათუნას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ის ყველაფრის მიუხედავად გვერდით მიდგას. მას უნდა ბევრი რაღაც გავაკეთო, მაგრამ ბიუჯეტს სხვადასხვა პრიორიტეტები აქვს და ვერ ვახერხებ. ორჯერ გაიკეთა ქიმიოთერაპია და მადლობა ღმერთს, გაუმჯობესდა მდგომარეობა. მესამე ქიმიოთერაპიის შემდეგ გავიგებთ, რა მდგომარეობაშია მისი დაავადება. იმედი მაქვს, დავამარცხებთ და გავიმარჯვებთ", - განუცხადა "რეიტინგს" მომღერალმა.
ხათუნა ჟორდანია უმძიმეს დაავადებას - ფილტვის სიმსივნეს ებრძვის და ოჯახის ყურადღება ახლა მხოლოდ მისკენ არის გადატანილი.
"შემთხვევით გავიგეთ, ახველებდა, ნინიმ ექიმთან წაიყვანა და გავიგეთ, რომ ასეთი ამბავი ჰქონდა. მინდა საზოგადოებას ვთხოვო, როცა წაიკითხავს ამ ინტერვიუს, პირჯვარი გადაიწეროს და გამოჯანმრთელება უსურვოს ხათუნას", - აღნიშნა ზურა ხაჩიძემ.