
(რეზონანსი) თავს ამის უფლებას იმიტომ აძლევენ, რომ ხედავენ, ეკლესიის შიგნით უფრო დიდ ცოდვებს აქვს ადგილი - მამათმავლობას, ქურდობას, მრუშობას - ასე ეხმაურება, მამა ანდრია სარია ნარკოდანაშაულისთვის ბერის დაკავებას.
"ეს არის ეკლესიის ჭირი. არა ერთი მსგავსი ფაქტი ყოფილა. სამართალდამცავებისთვის ეს იყო, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი კომპრომატი სასულიერო პირებზე, რომლებსაც იჭერდნენ, შემდეგ უშვებდნენ საპატრიარქოსტან შეთანხმებით.
საპატრიარქოს როცა დასჭრდებოდა, ეხმარებოდა სახელმწიფო, სახელმწიფოს როცა დასჭრდებოდა, ეხმარებოდა საპატრიარქო. ხელი ხელს ბანს, ორივე-პირს. ეს არ არის პირველი (შემთხვევა, როდესაც სასულიერო პირი ნარკოტიკული საშუალების შენახვა-შეძენისთვის დააკავეს) ის ბერია, მაგრამ სასულიერო პირები მრავლად არიან. ისინი იმიტომ აძლევენ საკუთარ თავს უფლებას, რომ ხედავენ, ეკლესიის შიგნით უფრო დიდ ცოდვებს აქვს ადგილი-მამათმავლობას, ქურდობას, მრუშობას."- განაცხადა მამა ანდრია სარიამ.