რეზონანსი
05.12.2019

(რეზონანსი) მთელი სამღვდელო და საბერო დასის ნარკოტესტირებაა საჭირო, - ამის შესახებ დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ ფეისბუქზე წერს.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე ზუგდიდში ბერის ნარკოდანაშაულისთვის დაკავებას გამოეხმაურა.

„ეკლესიის კიდევ ერთი სირცხვილი და სკანდალი მოედო საინფორმაციო სივრცეს: ზუგდიდში ბერი დაიჭირეს დიდი ოდენობით ნარკოტიკებით. ასე იცის უკონტროლო და შემთხვევითი პირების მასობრივმა აღკვეცებმა და ხელდასხმებმა. ამის მიუხედავად, ზოგიერთები მაინც მოჰყვებიან ფარისევლურ მოთქმას: „ეკლესიას ებრძვიან", „ბოროტი იბრძვის რწმენის წინააღმდეგ" და სხვა ასეთი ფრაზები, რომლებიც მხოლოდ თვალის ახვევაა და ნაცრის შეყრა ადამიანებისთვის.

ეკლესიას ებრძვის და ანგრევს შიდა უწესრიგობა და ამორალიზმი, ესაა ეკლესიის ნამდვილი მტრები და არა კრიტიკოსები, ეს გაიგოს ყველამ. ამიტომ გადაუდებლად საჭიროა შიდა საეკლესიო ადმინისტრაციული რეფორმები, მათ შორის მთელი სამღვდელო და საბერო დასის ნარკოტესტირება. ასევე აღკვეცის და ხელდასხმის წინაპირობად ნარკო და ფსიქო შემოწმება შესაბამისი პროცედურებით. აქამდეც ბევრი ანაფორიანი დაიჭირეს, ზოგი არ გაშუქდა მედიით და უფრო ბევრი კიდევაა პასუხსაგები", - წერს ჭიღლაძე

შეგახსენებთ, რომ წუხელ ღამით ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებმა ათონის მთაზე მოღვაწე ბერი გიგა ქავთარაძე დაკავეს. გამოძიება მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ქონას ედავება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი. მომხდარზე გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

სასულიერო პირის ადვოკატის ჯიტა გულუას ინფორმაციით, ბერი ღიარებითი ჩვენებით პოლიციაში თავად გამოცხადდა და ის დანაშაულს აღიარებს.

32 წლის ბერთან, ერთად კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს, რომელსაც 10 ათას ლარიანი სასმართლონ გირაო შეუფარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×