
(რეზონანსი) ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერი, გიგა ქავთარაძე ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. სასულიერო პირი დუმილის უფლებას იყენებს.
„ნიუპოსტის" ცნობით, ქავთარაძემ პოლიციას აღიარებითი ჩვენება მისცა, სადაც მიუთითა რომ საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირი - რომან მალანია უდანაშაულოა.
ბერი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში წერს, რომ ჩანთა, რომელშიც ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩინეს მას ეკუთვნის.
"ჩანთა რომელშიც ნარკოტიკული საშუალებები იყო მოთავსებული, მე გადავეცი მიალანიას. თბილისში გავატანე, მეორე დღეს უნდა ჩავსულიყავი დედაქალაქში და ამეღო ჩანთა", - ამბობს წყარო „ნიუპოსტთან", რომელიც ქავთარაძის ჩვენებას გაეცნო.
მსაგავსი ჩვენების არსებობას ადასტურებს ბრალდებულის ადვოკატი ჯიტა გულუა.
უფლებადამცველი ამბობს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიგა ქავთარაძე ალკოდამოკიდებულია.
ცნობილია, რომ ქავთარაძე ათონის მთაზე 6 წელის განმავლობაში იმყოფებოდა, ის საქართველოში 8 თვის წინ ჩამოვიდა და ზუგდიდში, საკუთარ სახლში ცხოვრობდა.
ზუგდიდში, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული ბერმონაზონი ათონის მთაზე მოღვაწე 32 წლის მამა სვიმონ (გიგა) ქავთარაძეა. ის 14 წლის წინ აღიკვეცა.
ბერმონაზონი პოლიციას გუშინ თვითონ ჩაბარდა.
"ნიუპოსტის" წყაროს ცნობით, ჩანთიდან რომელიც სავარაუდოდ სასულიერო პირს ეკუთვნის, პოლიციამ გაჩხრიკეს და ნარკოტიკული საშუალება, 14,5 გრამი მეტადონი ამოიღო.
თავდაპირველად სამართალდამცავებმა მალანია დააკავეს, თუმცა მას შემდეგ რაც ბერი საკუთარი ფეხით მივიდა პოლიციაში და ჩვენება მისცა სასამართლომ მალანიას 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.