რეზონანსი
05.12.2019

(რეზონანსი) „ღმერთთან „სუხიოიზე" დაახლოება ძნელია, მესმის მათი", - ასე ეხმაურება „გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ჰერმან საბო ათონის მთაზე მოღვაწე ბერის დაკავებას.

შეგახსენებთ, რომ ათონის მთაზე მოღვაწე ბერი, გიგა ქავთარაძე დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი. მომხდარზე გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

სასულიერო პირის ადვოკატის ჯიტა გულუას ინფორმაციით, ბერი აღიარებითი ჩვენებით პოლიციაში თავად გამოცხადდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×