რეზონანსი
05.12.2019

(რეზონანსი) 26 წლის ტარიელ შეითნიშვილი ლაგოდეხის პოლიციის თანამშრომლებს ძალადობასა და ცემაში ადანაშაულებს. აღნიშნულის შესახებ შეითნიშვილმა სოციალურ ქსელში 1 დეკემბერს დაწერა და ფოტოები გამოქვეყნა, სადაც მას დაზიანებები აღენიშნება.

"ასე გვეპყრობა ლაგოდეხის პოლიცია რიგით მოქალაქეებს და ხელის შეწმენდას კიდევ ჩვენზე ცდილობენ. მართალი ვარ და არც ვაპირებ გაჩერებას და მჯერა რომ სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს" - წერს შეითნიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტარიელ შეითნიშვილი სამართალდამცავებმა რამდენიმე დღის წინ, სისხლის სამართლის კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რომელიც პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მათივე ცნობით, სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების საქმეს, დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სწავლობს.

ნიუპოსტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×