რეზონანსი
05.12.2019

(რეზონანსი) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მოსახლეობა განცხადებებს რევოლუციისა თუ პროცესების რადიკალიზაციის თაობაზე, ნეგატიურად აღიქვამს.

როგოც ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ხშირად მოგზაურობს კოლეგებთან ერთად რეგიონებში და ხვდება ადგილობრივებს, რომლებიც სულ სხვა საკითხებით არიან დაინტერესებულნი და არა დესტაბილიზაციით.

„ძალიან ნეგატიურად აღიქვამს ამას მოსახლეობა, დამხობა, რევოლუცია, რადიკალიზაცია, ეს არ არის ის მომავალი, რაც უნდა ჩვენს მოსახლეობას. მოსახლოებას ადარდებს დასაქმება, ფასები, როდის აშენდება ახალი ობიექტები, ეს საკითხები არის ყურადღების ცენტრში და ყველაფერი, რაც ხელს უშლის შენებას, მათ შორის დამხობა რადიკალიზაცია და დესტრუქციული მოწოდებები, ეს არის ის, რასაც ცუდად აღიქვამს არა მხოლოდ მთავრობა, არამედ მთლიანად ქვეყნის მოსახლეობა. მინდა, ეს ყველა პოლიტიკოსმა გაიგოს", - აღნიშნა თურნავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×