რეზონანსი
05.12.2019

(რეზონანსი) საფრანგეთში ბოლო წლების მანძილზე ყველაზე მასშტაბური გაფიცვა დაიწყო. დახურულია 11 მეტროსადგური, გადადებულია ასობით ფრენა, თითქმის შეწყვეტილია რკინიგზის მუშაობა, შეყვეტილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, დახურულია სკოლები და სარიტუალო სასახლეები.

მოსახლეობა დაგეგმილ საპენსიო სისტემას აპროტესტებს, რომელიც ქულათა სისტემის შემოღებას გულისხმობს და დასაქმებულთა პენსიაზე გასვლის ასაკის მატებას, ან შემცირებულ პენსიას ითვალისწინებს.

საფრანგეთის პროფესიული კავშირების ინფორმაციით, „ეს ერთადერთი გზაა, რომ სოციალური პროგრესი მოხდეს". მათივე ცნობით, გაფიცვა შესაძლოა ერთი კვირა, ან ერთი თვეც გაგრძელდეს მანამ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

საპროტესტო აქციები იმართება ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქებში, პარიზში, ლიონში, მარსელში და ტულუზაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×